KIWIPOST MEMBERSHIP PLAN

ვინც ხშირად იწერს ამანათებს და უკვე კარგად იცნობს კივის, იცის, რომ ფრთები არ აქვს, მაგრამ მთელი გულით მოაფრენს ამანათებს ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან და ყოველთვის მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.

მიუხედავად ამისა, ხშირად მოიწყენდა ხოლმე, რადგან სულ ფიქრობდა, რომ კომფორტი შესაძლოა ყველა მომხმარებლისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს და ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა.

სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა კითხვა პირდაპირ მომხმარებლისთვის დაესვა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად გაეგო რა სჭირდებოდა მას, რაზეც უამრავი საინტერესო პასუხი მიიღო.

პასუხებით გაბედნიერებულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფრთებს შლიდა... დღეს და ღამეს კითხვაში ატარებდა...

ფრთებთან დაკავშირებით კი არაფერი შეცვლილა, მაგრამ, ერთ დღესაც, ყველა პასუხის შეჯამების შემდეგ, მიხვდა თუ რა სურდა მომხმარებელს, ეს სურვილები კი თავის გუნდს გაუზიარა.

ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვითხრა, რაც ჩვენ, სამი სამომხმარებლო პაკეტის სახით გავაერთიანეთ: SMART, FAMILY და PREMIUM. ასევე, გვთხოვა SMART პაკეტი პირველი თვის მანძილზე უფასოდ შევთავაზოთო მომხმარებელს, ჩვენ კი კივის უარს ვერაფერზე ვეუბნებით...

ახლა კი, დარეგისტრირდით, Membership განყოფილებაში აირჩიეთ სასურველი სამომხმარებლო პაკეტი და აუცილებლად გაუზიარეთ კივის შემდეგი შთაბეჭდილებები.

ერთი სული აქვს და გელოდებათ...

Smart

თუ ძალიან ხშირად იწერ ამანათებს ამერიკიდან და მუდმივად იმაზე ფიქრობ, როგორ გახადო ეს პროცესი უფრო ეკონომიური, სმარტ პაკეტი შენთვის შეიქმნა!

30 ლარი/თვეში

Family

რამდენჯერ გიფიქრია, როგორი კომფორტული იქნებოდა ერთი საკურიერო მომსახურების გააქტიურება ოჯახის ყველა წევრისთვის?

69 ლარი/თვეში

Premium

თუ ამანათების დეკლარირების, განბაჟების და სხვა პროცესები ბევრ დროს გართმევს ან უბრალოდ გეზარება, აირჩიე პრემიუმი.

99 ლარი/თვეში